ახალ წელს გატაცებული 40 ათასი - სანტა კლაუსმა ბათუმში, ახალი წლის ღამეს, სუპერმარკეტში არსებული სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა. ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე თურქულ სუპერმარკეტ "იალჩინში" კარზე, გადაცმულმა მამაკაცმა ღამის 00:00 საათზე, იმ დროს დააკაკუნა, როცა ახალი წლის დადგომას ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ. მძარცველმა სანტა კლაუსმა 40 ათას ლარამდე თანხა გაიტაცა. როგორც პალიტრანიუსს მაღაზიის მიმდებარედ მცხოვრებლებმა განუცხადეს, სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა სუპერმარკეტის თანამშრომლებს უთხრა, რომ ახალი წლის მისალოცად მივიდა, კარის გაღების შემდეგ კი, მან იარაღის მუქარით ფული მოითხოვა. ეჭვმიტანილი სანტა კლაუსი ამ დრომდე დაკავებული არაა.