ახალ სსიპ-ს კურორტების განვითარების სააგენტოს სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითავშილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ცნობისთვის, სანდრო ონოფრიშვილი 2013 წლიდან 2018 წლამდე მთის კურორტების განვითარების კომპანიას ხელმძღვანელობდა. 2018 წლიდან დღემდე კი სამთო საკითხებში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის პოსტი ეკავა.
შესახსენებთ, რომ საქართველოში ახალი სსიპ-ის - კურორტების განვითარების სააგენტო შექმნის შესახებ, მთავრობის 20 ივნისის დადგენილებიდან გახდა ცნობილი.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ამასთან, სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.