ახალ მთავრობას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება - ირაკლი კობახიძე - Palitra News

ახალ მთავრობას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება - ირაკლი კობახიძე

2019-09-03 15:53:08+04:00

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი კობახიძე პასუხობს. მისი თქმით, ბუნებრივია ის, რომ ოპოზიცია ასეთ განცხადებებს გააკეთებს და ეს პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამთავრობო ცვლილებებზე, პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.