თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინო ზონისთვის ემზადება. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განუცხადებით, კლინიკას უკვე ცლიან, თუმცა კონკრეტულად როდის გადავლენ საკარანტინო ზონაზე, ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. მისივე განმარტებით, თუ ვითარება გაუარესდა, უმჯობესია მოზადებული შეხვდნენ. ლევან გოფოძის თქმით, ასეთ შემთხვევაში კლინიკაში მოთავსდებიან ის ადამიანები, ვინც ახალ კორონავირუსთან მიმართებით მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. მისი თქმით, ასეთები არიან ადამიანები, რომლებმაც მაღალი რისკის მქონე ქვეყნაში იმოგზაურეს და შემდეგ დაბრუნდნენ, ან რომლებსაც ინფიცირებულ პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ,
მისი განმარტებით, საავადმყოფოში ამ დროისთვის მოთავსებულ პაციენტებს სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანენ.