16:07
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ახალ აღმაშენებელზე ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო საქმის წარმოება დაიწყო
14-08-2017

ახალ აღმაშენებელზე ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო, 16 სუბიექტის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო.  სუბიექტებს კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ან მათი დემონტაჟი დაევალათ. გარდა ამისა, კაფეების მეპატრონეებმა ბანერებზე ქართული წარწერებიც უნდა განათავსონ. დედაქალაქის მერმა 16-ვე ობიექტის მეპატრონეს გაფრთხილება პირადად მისცა. პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების შესწავლაც მიმდინარეობს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები