ამ დრომდე უცნობი ამბები საქართველოს პატრიარქზე. "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი" - 4 ტომეულს ამ სახელწოდებით, გამომცემლობა "პალიტრა L-ი" გამოსცემს. ტომეულის პირველი წიგნი საქართველოში უკვე ჩამოვიდა და მკითხველებს მისი შეძენა 19 დეკემბრიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შეეძლებათ. ოთხტომეული ბოლო დროს გამოცემული წიგნებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. წიგნი უნიკალურია იმით, რომ ის პატრიარქზე აქამდე უცნობ ამბებს აერთიანებს. მასში საარქივო დოკუმენტები, პატრიარქის პირადი ჩანაწერები და წერილებია თავმოყრილი. გამომცემლობა "პალიტრა L-მა" წიგნის ტირაჟის ნაწილი საჩუქრად საპატრიარქოს გადასცა.