პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მმართველ გუნდს 2016 წელს ჰქონდა ძალიან კარგი პოტენციალი, რომლის მხოლოდ ნაწილი გამოიყენა. როგორც ზოიძემ განაცხადა, ის ეთანხმება მისი თანაგუნდელის, რომან კაკულიას განცხადებას, რომ გუნდს გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო, თუმცა მისივე თქმით, შანსი დაკარგული არ არის. იგი ასევე არ გამორიცხავს მმართველი გუნდის დატოვებას.