თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე შეჯერებული ვარიანტით გავა. მმართელ გუნდში რეგულაციების ამოქმედების ვადებზე საუბრობენ. გუგული მაღრაძის განმარტებით მუხლები ეტაპობრივად ამოქმედდება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობას გააჩნია, დაწყებულია კონსულტაციები და ეს პროცესი გრძელდება. მთავრობის მხრიდან ერთ-ერთი სადაო საკითხი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ვადებია. აკაკი ზოიძის განმარტებით, თამბაქოსთან დაკავშირებული სიახლეები ძალაში 2018 წლის 1 მაისიდან შევა და ეტაპობრიოვად კანონი სრულად 2020 წლის იანვრამდე ამოქმედდება.