„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, პარტია შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა ბუნდოვანია.
მინაშვილის თქმით ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემაც და მიუღებელია ფართო ამნისტიიც საკითხიც.
"იმისთვის, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დოკუმენტს ხელი მოაწეროს, მნიშვნელოვანია, რომ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით, უპირობოდ გათავისუფლდეს და ამის მერე იხსნება შეთანხმებისთვის სივრცე. ასევე მკაფიო უნდა იყოს გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმები. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადმინისტრაცია შემდეგი არჩევნებისთვის. საჭიროა სასამართლო რეფორმის სერიოზული ცვლილებები და მნიშვნელოვანია ვადამდელი არჩევნები", - აცხადებს აკაკი მინაშვილი.