"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, უნდა გაჟღერდეს პოლიტიკური ინიციატივები და უნდა მოემზადონ საპროტესტო ტალღისთვის, რათა შეიქმნას ისეთი კლიმატი, რომ შემოდგომაზე ხელისუფლება შეიცვალოს. მისი თქმით, პარლამენტი არ არის ის პარლამენტი, რომელიც რეალურ ცვლილებებს განახორციელებს.
ამასთან, მისი თქმით, როდის ჩაინიშნება პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, კონკრეტულ ვადებს ვერ იტყვის. მისივე განმარტებით, ზოგადად პროცესი ვერ იქნება მოკლევადიანი, რადგან პარტია იღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც პარტიისთვის, ისე ქვეყნისთვის.