ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულმა აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას მხარდასაჭერად წერილით მიმართეს. შესაბამისი წერილი მათ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მიიტანეს.
მათი განცხადებით, ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში არის ორი პოლიტიკური პატიმარი - გიორგი რურუა და ნიკა მელია და ჯო ბაიდენს, როგორც დემოკრატიული სამყაროს ლიდერს, შეუძლია გავლენა მოახდინოს საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე.
როგორც ივერი მელაშვილმა განაცხადა, პოლიტიკური პატიმრების არსებობა ქვეყანას ვნებს და „ეს მავნებლობა უნდა აღიკვეთოს“.