„ევროპული საქართველოში“ ფიქრობენ რომ „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას ციხიდან არ გამოუშვებს რადგან ამის გონიერება არ ეყოფა. როგორც პარტიის წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა მელიას ციხიდან გათავისუფლება ხელისუფლებისთვის „ერთი დიდი თავის ტკივილის მოშორება იქნებოდა“.
მან ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქმის ბოლომდე გამოძიების არ სჯერა. ბობოხიძის შეფასებით მუხთარლის საქმე საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო ლაქაა.