აკაკი ბობოხიძე - ხელისუფლება გიორგი გაბუნიას განცხადებას როგორც მაშველ ხავსს ისე ჩაებღაუჭა და ჩათვალა, რომ მორალური პლატცდარმი მოიპოვა - Palitra News

აკაკი ბობოხიძე - ხელისუფლება გიორგი გაბუნიას განცხადებას როგორც მაშველ ხავსს ისე ჩაებღაუჭა და ჩათვალა, რომ მორალური პლატცდარმი მოიპოვა

2019-07-08 14:08:10+04:00

"ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე გიორგი გაბუნიას განცხადებაზე ხელისუფლების რეაგირებას სამარცხვინოს უწოდებს. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, გიორგი გაბუნიას განცხადების ფორმა და შინაარსი მიუღებელი იყო, თუმცა მისი თქმით, ამაზე ხელისუფლების რეაგირება გაცილებით მავნებლურია. ბობოხიძე მიჩნევს, რომ თუ ვლადიმერ პუტინს საქართველოსთან ომი სურს, ამისთვის მიზეზების ძებნას არ დაიწყებს.

გაბუნიას განცხადებას არ იწონებს არც დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომლის თქმითაც ასეთი ენით საუბარი სახიფათოა. ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ მას არც ხელისუფლების რეაქცია მოეწონა. მისი განცხადებით, ამ სიტუაციის გამოყენების ძალიან ცუდი მცდელობა შეინიშნება.