ყოფილი "სეფსისის ცენტრი", კომპანია "ავერსის" მართვაში 2014 წლის 1თებერვლიდან გადავიდა. შენობა იყო ამორტიზირებული და პირველივე დღიდან დაიწყო სარემონტო სამუშაოები: მოხდა შენობის სრული რეკონსტრუქცია, ავტო პარკინგისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
"აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა", გახდა მრავალპროფილური. კლინიკა აღიჭურვა უახლესი აპარატურით. მთლიანად განახლებულია პედიატრიული, ქირურგიული, გინეკოლოგიური, ინფექციური, რეანიმაციული დეპარტამენტები. ასევე, ორი საოპერაციო და ემერჯენსის განყოფილება. უახლეს პერიოდში დაემატება გადაუდებელი ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტები. კლინიკა ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის ყველა პროგრამაში.