29 მარტს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია გამართა. რომლის მიზანი მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუკეთესო პრაქტიკის მასალების, საკუთარი ცოდნისა და საინტერესო კლინიკური შემთხვევების გაზიარებაა დამსწრე საზოგადოებისთვის.კონფერენციის ბოლოს საუკეთესო მოხსენების ავტორები დაჯილდოვდნენ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის პრემიით.