ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი „პოლიტიკურ დევნაზე“ საუბრობს. მამუკა დარასელიას განცხადებით, იგი პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. დარასელიას მტკიცებით, მისი მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია და პოლიციის განყოფილებაში მისვალს არ აპირებს.ადგილზე საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა იმყოფებოდა. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი წინასაარჩენო პერიოდიდან გამომდინარე საყურადღებოა და საია-ს ზუგდიდის ოფისი აუცილებლად შეისწავლის.