„აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვისი ბრალია“ - ასე მიმართა სოფელ ატოცში ჩასულ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის ჩავიდა, როგორც მომავალი პრეზიდენტი და „ახლა განცხადებების დრო არ არის“.„მე ჩამოსული ვარ, როგორც ამ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი. მე ვაკეთებ განცხადებას, როგორც, მომავალი პრეზიდენტი“, - აღნიშნა მან.სალომე ზურაბიშვილის თქმით, მომავალმა პრეზიდენტმა ტერიტორიულ მთლიანობასა და საოკუპაციო ხაზის მოშლაზე უნდა იზრუნოს.