შიდა ფრენების ოპერატორ "სერვისეარ ჰოლდინგსა" და მის შვილობილ „აკ ეარ ჯორჯიაში“ ლატვიელი ინვესტორები შევიდნენ.სამეწარმეო რეესტრის ბოლო, 12 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით, „აკ ეარ ჯორჯიას“ 20%-აინი წილი ლავტიურ კომპანია ეკუთვნის, 80% კი „სერვისეარს“. ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელი კი „სერვის ეარ ჰოლდინგია“. „სერვისეარ ჰოლდინგის“ მფლობელი აქამდე ამირან მანჯავიძე იყო, რომელმაც 49% ლატვიელ ინვესტორს, კიდევ 2% კი ირაკლი კუტალიას დაუთმო, რომელიც კომპანიაში მანჯავიძესთან ერთად, მეორე დირექტორი გახდა. დარჩენილი 49%-ი კი კვლავ მანჯავიძის საკუთრებაშია.კომპანიაში უცხოელი ინვესტორის შემოსვლის მთავარი მიზეზი აეროდრომის რეკონსტრუქცია და შემდგომი განვითარება იყო. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, ნატახტარის აეროდრომს ახალი რეისები დაემატება, მათ შორის, განხორციელდება კომერციული ფრენები. თუმცა, კონკრეტულად რა მიმართულებით, ეს იანვარში გახდება ცნობილი.