08:51
24 მარტი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ" - იუსტიციის სახლთან მოქალაქეები მიწის უცხეოელებზე გასხვისებას აპროტესტებენ
10-12-2018

ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ იუსტიციის სახლთან შეკრებილი ადამიანების მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ისინი "აჯანყებისთვის მზადებას დაიწყებენ". "ჩვენ მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს, ხელი არ აუკანკალდეთ, დააჭირონ ღილაკს, გამორთონ სერვერები, უარი განაცხადონ რეგისტრაციაზე და თქვან - 5 კალენდარული დღის განმავლობაში გავდივართ გაფიცვაზე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, როგორც ანტისახელმწიფოებრივ აქტს. ჩვენ ვპირდებით, რომ დავიცავთ მათ უფლებებს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, ახლა იუსტიციის სახლში მათი ორი წარმომადგენელი- ემზარ კვიციანი და ზვიად ტომარაძე არიან შესული.

"ჩვენ შევიტანეთ განაცხადი, დაგვპირდნენ, რომ შეგვიშვებდნენ. ჩვენ მზად ვართ ავუხსნათ, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე. თუ ქართველი ხალხის მოთხოვნები არ შესრულდება, ჩვენ სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ", - განაცხადა ლორთქიფანიძემ. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლთან ის ადამიანები და საზოგადოებრივი ჯგუფები არიან შეკრებილი, ვინც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებს. იუსტიციის სახლთან შეკრებილები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. აქციის მინაწილეები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

AutoPlay
"თავად მიიღო გადაწყვეტილება" - აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარდაცვლილი 28 წლის გოგოს ექიმმა საქმიანობა შეიჩერ
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
"უღმერთოები არიან, არც ქალი გაარჩიეს, არც კაცი" - დაპირისპირება პოლიციელებსა და გარდაცვლილი 28 წლის გოგოს ახლობლებს შორის ბათუმში
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
LIVE ბათუმიდან, სადაც ვითარება დაიძაბა - გარდაცვლილი 28 წლის გოგოს ახლობლების მიერ გადაკეტილი გზის გახსნას პოლიცია ძალით ცდილობს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
"მიცვალებული მივატოვეთ და ამ წვიმაში ვდგავართ" - ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის გოგოს ახლობლებმა პოლიციელებს ორი მოთხოვნა წაუყენეს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის გოგოს ახლობლებმა გზა გადაკეტეს - მათ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
LIVE ბათუმიდან, სადაც გარდაცვლილი 28 წლის გოგოს ახლობლებმა გზა გადაკეტეს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები