ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს პორტატული მოწყობილობა აივ ინფექციის საკმაოდ სწრაფი დიაგნოსტიკისთვის. ის ჩვეულებრივი სმარტფონის ბაზაზე მუშაობს და მისი საფუძველი განსაკუთრებული ჩიპია, რომელსაც სისხლის წვეთიდან ვირუსის რნმ-ის გამოყოფა შეუძლია.მოწყობილობა უკვე გამოსცადეს მოხალისეებზე. კვლევამ აჩვენა, რომ მოწყობილობის მგრძნობელობა 99,1% შეადგენდა აივ ინფექციის მქონე ადამიანების ტესტირებისას და 94,6% სხეულში ვირუსის არარსებობისას.მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგია გამოირჩევა დაბალი ფასით. მოწყობილობის ფასი ხუთ დოლარზე ნაკლებია. როგორც ავტორები იუწყებიან, ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება ასევე სხვა ვირუსული ან ბაქტერიული დაავადების დიაგნოსტიკისთვის.