„აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში, 260 400 ლარი გათამაშდა, მოგებულია 1 777 ადამიანი, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ლატარიის კომპანია ავრცელებს.კომპანიის ცნობით, მოგებები მთელი საქართველოს მაშტაბით ფიქსირდება – თბილისში, ბოლნისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, კასპსა და მარნეულში. გათამაშებების შედეგების ხილვას მომხმარებელი შეძლებს stopcov.lotto.ge-ზე, იმავე საიტზე, სპეციალურ გრაფაში „გათამაშების შედეგები“ პირადი ნომრის შეყვანით, ხოლო მოგებული თანხის ოდენობას მომხმარებელი შეიტყობს „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ სერვისცენტრებში უშუალოდ მოგების განაღდების დროს.