„აირზენას“ გენერალური დირექტორი ეკონომიკის მინისტრის კრიტიკას პასუხობს. როგორც რომან ბოკერია აცხადებს, აირზენას ყველა რეისი სამოქალაქო ავიაციასთან არის შეთანხმებული. მისი თქმით, ნათია თურნავას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავიაკომპანია რეისებს ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებლად გეგმავს, გაუგებრობის შედეგია.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა კომპანია აირზენას მოუწოდა, შეწყვიტოს შეუთანხმებელად რეისების დაგეგმვა. მისი შეფასებით, ეს არის არასწორი ქმედება, რომელიც ადამიანებს საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებს, ვინაიდან ასეთ რეისებზე ბილეთები საკმაოდ ძვირი ღირს