ევროპული ავიამწარმოებელი კომპანია Airbus-ის სუფთა დანაკლისმა 2019 წელს მილიარდ 480 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშში წერია. როგორც ირკვევა, 2018 წელს კომპანიამ 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარის სუფთა მოგება ნახა.
როგორც სააგენტო „ფრანს-პრესი“ წერს, დანაკლისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა კორპორაციის მხრიდან 3 მილიარდ 900 მილიონი დოლარის გადახდა ჯარიმის სახით იმ საქმეზე, რომელიც შტატებში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში კომპანიის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით აღიძრა.
ამასთან, 2019 წელს 11%-ით გაიზარდა კომპანიის შემოსავლები და 76 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა.