ევროპული საჰაერო კოსმოსური კომპანია Airbus SE 2021 წლის ზაფხულამდე დაახლოებით 15 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს.
კომპანია ვარაუდობს, რომ საჰაერო მიმოსვლა პანდემიურ მაჩვენებელს მინიმუმ 2023 წლამდე ვერ დაუბრუნდება. შესაბამისად, Airbus-ი იძულებულია სამუშაო ადგილები შეამციროს. ყველაზე მეტი დასაქმებულის შემცირება გერმანიასა და საფრანგეთში მოხდება.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, Airbus-ი დღეს ყველაზე მძიმე კრიზისის წინაშეა, ისტორიის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციები 50%-ზე მეტით დაეცა.