Reuters-ის ცნობით, უძრავი ქონების გაქირავების პლატფორმა Airbnb-ს პირველი კვარტლის მთლიანმა ჯავშნებმა და მოგებამ გუშინდელ ვაჭრობაზე უოლ-სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა.
მთლიანმა კვარტალურმა ჯავშნებმა 52 %-ით მოიმატა და 10 მილიარდ 290 მილიონ დოლარს მიაღწია მაშინ, როცა ანალიტიკოსები Airbnb-ს 6 მილიარდ 930 მილიონ დოლარზე მეტ ჯავშნებს არ პროგნოზირებდნენ.
Refinitiv-ის ანგარიშის მიხედვით, 31 მარტს დასრულებულ პირველ კვარტალში Airbnb-ს მოგება 5,4%-ით, 886 მილიონ 900 ათას დოლარამდე გაიზარდა, რამაც 714 მილიონ 400 ათასი დოლარის შეფასების ნიშნულს გადააჭარბა.
კომპანიაში მოელიან, რომ მეორე კვარტალში 2019 წლის ანალოგიური მოგება ექნებათ. მეტიც, შიდა ქალაქებსა და საზღვრებს გარეთ ჯავშნების მატებას Airbnb-ი მომდევნო კვარტლებშიც პროგნოზირებს.