ავიაკომპანია ეარ კანადას კუთვნილი თვითმფრინავი ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 35 ადამიანი დაშავდა. "ბიბისის" ცნობით, მათ მცირედი დაზანებები აღენიშნებათ. თვითმფრინავის ბორტზე სულ 284 მგზავრი იმყოფებოდა, ისინი კანადის ქალაქ ვანკუვერიდან სიდნეიში მიემგზავრებოდნენ, თუმცა, ძლიერი ტურბულენტური ზონის გამო ლაინერი ჰავაიში დაეშვა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. დანარჩენი მგზავრები კი ჰავაიში სასტუმროებში განათავსეს მანამ ვიდრე ავსტრალიაში სხვა რეისით გაამგზავრებენ.
"ადამიანები დაფრინავდნენ, ძალიან ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოვყევით, თავს ჭერს ვურტყამდით. ყველაფერი ძირს ეყარა", - ყვება ერთ-ერთი გზავრი, რომელიც ასევე ბორტზე იყოფებოდა.