უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხი კვლავ აქტუალურია. როგორც ცნობილია, უკვე მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც შესაფასებლად ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. მოლოდინის მიუხედავად, სამუშაო ვერსიაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გაყიდვის საკითხი ჩაწერილი არ არის. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, უცხოელებზე მიწის გასხვისება კანონით დარეგულირდება. ოთარ დანელიას თქმით, კანონპროექტის საბოლოო ვერსია მიმდინარე თვის ბოლოსთვის იქნება მზად."საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში" აცხადებენ, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას და ეკონომიკურ განვითარება.