ნიდერლანდების ჩემპიონატზე "აიაქსთან"0:4 დამარცხების შემდეგ "ფეიენოორდის" გულშემატკივრები გუნდის ავტობუსს დაესხნენ თავს, მანქანას სხვადასხვა საგნები და პეტარდები დაუშინეს. მათი მთავარი მოთხოვნა მწვრთნელ იაპ სტამის გადადგომა იყო, რაც რამდენიმე საათში ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დააკმაყოფილა კიდეც. სტამმა "ფეიენოორდი" 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა და როტერდამული გუნდი 11 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-12 ადგილზეა.