15:24
20 მაისი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
"აიაქსი" ჰოლანდიის ჩემპიონია
16-05-2019

ამსტერდამის „აიაქსი“ ჰოლანდიის 2019 წლის ჩემპიონია. ბოლო ტურის წინ ამსტერდამელები პსვ ეინდჰოვენს 3 ქულით უსწრებდნენ და მათ თასის აღსამართად 1 ქულაც ჰყოფნიდათ. უკანასკნელ ტურში აწ უკვე ჩემპიონმა გრააფსხაპი სტუმრად 1-4 დაამარცხა, ოერჯერ თავი ტადიჩმა, თითო თითოჯერ კი ტალიაფიკომ და შონემ გამოიჩინეს. „აიაქსმა“ ერედივიზიონის 2018-2019 წლების სეზონი 86 ქულით დაასრულა და ეს სამი ქულით მეტია, ვიდრე მეორეადგილოსანმა პსვ ეინდჰოვენმა მოიპოვა. ამსტერდამული გრანდი 2013-2014 წლების შემდეგ პირველად გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი, ხოლო ისტორიაში კი ეს 34-ე საჩემპიონო ტიტული გამოდგა. ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირის წოდება დუშან ტადიჩმა და ლუკ დე იონგმა 28-28 გოლით გაინაწილეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები