შეიძლება რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები დაშალონ და ისევ უკან წავიდნენ, - ამის შესახებ გორის მაჟორიტარ დეპუტატმა, იოსებ მაკრახიძემ გუგუტიანთკარში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე მგონი, გუშინელს აქეთ უკვე აღარაფერი აღარ გაუკეთებიათ. აღარ გადმოუწევიათ. შეიძლება დაშალონ და წავიდნენ ისევ უკან“, - აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.
მაჟორიტარ დეპუტატის განცხადებითვე, გორის მერი როცა ამოვა გუგუტიანკარში, ის დააფიქსირებს რა ზომების მიღება შეიძლება ამ ვითარებაში.
„გორის მერი ამოვა და ის დააფიქსირებს. მე, როგორც მაჟორიტარი ვაგებ პასუხს. თუ მერის ამოსვლა რუსებს ცხინვალამდე გადაიყვანდა, უფრო ადრე აუნდა ამოსულიყო“, - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.