სამხრეთ კორეული კომპანია Samsung Electronics მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა მსოფლიოში ნომერ პირველი კომპანია სმარტფონების გაყიდვებით. მან მის პირდაპირ კონკურენტს ჩინურ Huawei-ს აჯობა. ამის შესახებ გაზეთი The Chosun Ilbo წერს.
მისი მონაცემებით, ჯერ კიდევ აპრილში ინდოეთის მხრიდან შემოღებული კარანტინის გამო სამხრეთ-კორეულ კომპანიას შეუმცირდა გაყიდვები, მაშინ მისი წილი გლობალურ ბაზარზე შეადგენდა 20%-ს, Huawei-ის წილი - 21%, Apple-ის - 12%, ხოლო Xiaomi-ს წილი - 8% იყო. თუმცა, ეკონომიკური სიტუაციის დასტაბილურებისა და ინდოეთის „გახსნის“ ფონზე კომპანიამ შეძლო ლიდერობის დაბრუნება. მის გალიდერებას ასევე შეუწყო ხელი Huawei-ის გაყიდვების შემცირებამ მისსავე სამშობლოში - ჩინეთში.
ახლა Samsung-ის წილი გაყიდვებში 22%-ია და ის 6%-ით უსწრებს Huawei-ის. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს სხვაობა სამომავლოდ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაიზარდოს.