შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოში საქართველოს მილიონი 80 ათას 449 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 27.4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აგვისტოს თვის მაჩვენებლებით იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 573 ათას 368 შეადგინა. უწყების ცნობით, 2017 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს 5 მილიონ 59 ათას 106 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 18.9%-ია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან განხორციელდება. ხუთეულში ასევე არიან თურქეთი და ირანი.