2020 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.2 ლარით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 182 ლარსა და 30 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა ივლისში ეს მაჩვენებელი 183 ლარი და 50 თეთრი იყო.2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 6 ლარითა და 90 თეთრით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 189 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით 2 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 305 ლარი და 80 თეთრი გახდა. ივლისში ეს თანხა 307 ლარსა და 90 თეთრს შეადგენდა. რაც შეეხება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან აგვისტოში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 317 ლარსა და 30 თეთრს შეადგენდა.