მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 10 თეთრით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 171 ლარსა და 40 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა ივლისში ეს მაჩვენებელი 171ლარი და 50 თეთრი იყო.წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 4 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2017 წლის აგვისტოში ეს მონაცემი 167 ლარსა და 40 თეთრს შეადგენდა.საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, აგვისტოში 10 თეთრით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 151 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, 2 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი და 287 ლარი და 60 თეთრი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის აგვისტოს მონაცემთან შედარებით, 6 ლარითა და 70 თეთრით არის გაზრდილი.