01:17
27 სექტემბერი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
აგვისტოში ლარი დოლართან გამყარდა
13-09-2021

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით,  მიმდინარე წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარების ტენდეციებს ავლენს. უფრო კონკრეტულად, ერთ თვეში ლარი დოლართან  0.4%-ით, ხოლო ევროსთან 0.8%-ით გამყარდა.
თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წლირ ჭრილში ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებით გაუფასურდა, კერძოდ, აგვისტოში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარი დოლართან 1.4%-ით, ხოლო ევროსთან 1%-ით გაუფასურდა.
ამასთან, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში  დოლართან რეგიონის ცალკეული ქვეყნების  ვალუტებიც გაუფასურდა. მაგალითად, თურქული ლირა დოლართან 14.6%-ით გაუფასურდა, სომხური დრამი 1,2%-ით აზერბაიჯანული მანათის კურსი კი, ფაქტობივად, არ შეცვლილა.
რაც შეეხება რუსეთს, ოფიციალური მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსული რუბლი დოლართან 0.5%-ით გამყარდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები