2019 წლის აგვისტოში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 110 მილიონ 106 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 27 მილიონ 434 ათასი ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61 მილიონ 178 ათასი ლარით ანუ 125%-ით მეტია.კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის აგვისტოში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 48 მილიონ 928 ათასი ლარი, ხოლო 2019 წლის ივლისში - 82 მილიონ 672 ათასი იყო.ამასთან, მიმდინარე წლის აგვისტოში, ბანკების შემოსავლებმა 383 მილიონ 690 ათასი ლარი, ხოლო ხარჯებმა 262 მილიონ 597 ათასი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წლის აგვისტოში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5 მილიონ 721 ათასი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 46 მილიონ 929 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 32 მილიონ 235 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ბანკებმა 10 მილიონ 948 ათასი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 914 მილიონ 718 ათას 28 ლარი შეადგინა.