2018 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 343 მილიონ 700 ათასი ლარი შეადგინა, რაც 11.4 პროცენტით ანუ 13 მილიონ 900 ათასი ამერიკული დოლარით მეტია 2017 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში 2018 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, 41 მილიონ 500 ათასი დოლარით რუსეთი ლიდერობს, მას მოსდევს იტალია, საიდანაც 16 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარი შემოვიდა, ხოლო მე-3 ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები 14 მილიონ 900 ათასი დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ისრაელი და საბერძნეთი ინაწილებენ.2018 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 18 მილიონ 900 ათასი დოლარი ანუ 48 მილიონი ლარი გადაიგზავნა.