მიზნობრივი, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული 200-ლარიანი კომპენსაცია აგვისტოს თვეში 6979 მოქალაქეს დაერიცხა, რომლებმაც სამსახური პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს.
დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში 6 979 პირისთვის გაცემული 200- ლარიანი საკომპენსაციო თანხა 1 395 800 ლარს შეადგენს.
მათივე ცნობით, აღნიშნული კომპენსაციის გაცემა ვრცელდებოდა მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას იღებდნენ. დამსაქმებლები, რომლებიც დარეგისტრირდნენ იანვარ-თებერვალში, მათ კომპანიებში დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემის 6- თვიანი ვადა აგვისტოში სრულად ამოიწურა.