მთამსვლელი და გიდი გიორგი გომიაშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს ვიდეოს და ფოტოებს, რომლებიც რამდენიმე საათის წინ ყაზბეგის მეტეოსადგურზეა გადაღებული. ფოტოებში დათოვლილი კარვები და მეტეოსადგური ჩანს. გომიაშვილი კადრებზე წერს, რომ ის დღესაა გადაღებული.