პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აგვისტოს თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 52%-ით აღდგა. მათივე ცნობით, 2021 წლის აგვისტოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 45 ათას 922 მგზავრს მოემსახურა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მგზავრთა ნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. კერძოდ, აგვისტოში, აეროპორტში რეისების 69% აღდგა. ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ოპერირებს.