"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, "აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის" ბენეფიციარმა, გიორგი ტალახაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში სასათბურე მეურნეობა მოაწყო. მეურნეობის მოსაწყობად სულ 47 740 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 19 096 ლარი ფერმერმა გრანტის სახით მიიღო, რომელიც გათბობის სისტემების შესაძენად გამოიყო.„გათბობის სისტემის დამონტაჟების შემდეგ, სასათბურე მეურნეობაში 20 ტონამდე ბოსტნეულის მოყვანა იქნება შესაძლებელი. სოფელ ცერონისში სასათბურე მეურნეობა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერეს.