აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, კახეთის რეგიონშიც მიმდინარეობს. ფერმერებს ფასდაკლების ბარათების მიღება ახლა უკვე დისტანციურად ვებგვერდის my.mepa.gov.ge საშუალებით შეუძლიათ, ბარათების მიღება ასევე შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.