შიდა ქართლში შეღავათიან ფასად აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ადგილზე გაეცნო.
მინისტრის პირველი მოადგილე რეგიონში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან, შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან და კომპანიის "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" დირექტორთან, ლევან გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდა. მათი შეფასებით, აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.
პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1-ელი ივნისიდან - მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე.