კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისათვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს. სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ბესიკ სუმბაძეს, სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად, ყურძნის მოსავლის 75 %-მდე გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. მან, სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 % თანადაფინანსება მიიღო. ბესიკ სუმბაძე ზარალის ანაზღაურების თანხას, 22,000 ლარზე მეტს, სადაზღვევო კომპანიისგან მიიღებს.