ახმეტის და თელავის რაიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სრულად აუნაზღაურდებათ. ამ ეტაპზე 786 შეტყობინებაა შესული; ზარალის შეფასების პროცესს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერი ნატალია ხარატიშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლები დაზარალებულ სოფლებში გაეცნენ. აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერის თქმით, სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ზარალის თავიდან ასაცილებლად, აგროდაზღვევის პროექტი ეფექტიანი ინსტრუმენტია. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით მხარდაჭერა კი ფერმერებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად შეამცირონ ის რისკები, რომელიც აგრარულ დარგში საქმიანობას ახლავს თან. მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.