აგროდაზღვევის პროექტი მიმდინარე წლის აპრილიდან განახლდება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2017 წლის ბიუჯეტში აგროდაზღვევის პროგრამა გათვალისწინებულია და მთავრობა პროგრამასთან დაკავშირებით ახალ დადგენილებას მარტში მიიღებს. "აგროდაზღვევა არ იქნება სავალდებულო, მაგრამ გაიზრდება დაფარვის მასშტაბები. ჩვენი მიზანია, პროგრამა იყოს უფრო მეტად საყოველთაო. იგეგმება მთელი რიგი არსობრივი საკითხების დახვეწა, დაზუსტდება ტარიფები. მოგეხსენებათ, დაზღვევა მნიშვნელოვნად უკავშირდება სტატისტიკურ ინფორმაციას. ოთხი წლის წინ, როდესაც პროგრამა დავიწყეთ, სტატისტიკური ინფორმაცია იყო ძალიან მწირი. წლიდან წლამდე სადაზღვევო კომპანიებს უგროვდებათ გამოცდილება, ხდება სადაზღვევო პირობების დახვეწა და დამუშავება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.