აგროდაზღვევაში სულ უფრო მეტი მეწარმე ერთვება. 2019 წლის ივნისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 12 466 პოლისი. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 5 მილიონ ლარს მიაღწია. დაზღვეულია 12 212 ჰექტარი ფართობი მიწის ნაკვეთი. ხოლო მოსავლის ღირებულებამ ჯამში, 110 მილიონ ლარს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ წელს, აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურუაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ქვეყანაში ,,ერთიანი აგროეპროექტი“ წარმტებით მიმდინარეობს, რისი დასტურიც არის მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა და ქართული პროდუქციით უცხოური ბაზრების დაიტერესება.