აგროდაზღვეულ ფერმერებს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება მზად არის აქტიურად ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფაში. მიმდინარე წლის მაისში, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიური მოვლენების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიებს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულმა 169 ბენეფიციარმა მიმართა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, მიყენებული ზარალის დათვლის მიზნით, სქტიქიის ზონებში უკვე მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, აგროდაზღვევის პროგრამისთვის, სახელმწიფო ბიუჯტიდან 8 მილიონი ლარი გამოიყო. ამასთან, დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში გაცემულია 4 217 პოლისი, საიდანაც 3 381 პოლისი კახეთის რეგიონზე გაიცა