არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო პირველ ტურთან შედარებით, კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებითა და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება. "სამართლიანმა არჩევნებმა" მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში გაზრდილია აგრესიული რიტორიკა.