"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივად იმსჯელეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბიზნესომბუდსმენმა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა. ოთარ დანელიას განმარტებით, კანონპროექტი შემუშავების პროცესშია და არ არის გამორიცხული, მის საბოლოო ვერსიაში ჩაიწეროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იმ სავარგულეების ჩამორთმევის საკითხი, რომელიც მიზნობრივად ან საერთოდ არ მუშავდება. კერძოდ, საუბარია, 45-50 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომელიც ამჟამად უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების მფლობელობაშია.